იტალიაში ტანსაცმლის ქურდობისთვის ძებნილი 38 წლის ქართველი დააკავეს

ნოე 7, 2024 - 05:46
 0  9

იტალიაში, პოტენცის პროვინციაში ძვირადღირებული ტანსაცმლის მოპარვისთვის ძებნილი 38 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური 105TV იტყობინება. 

728
300

სამართალდამცველთა ინფორმაციით, დანაშაული მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა აგროპოლიში და ეჭვმიტანილი ამ დრომდე იძებნებოდა. ბრიენცის კარაბინერებმა 38 წლის ქართველი გეგმური შემოწმებისას აიყვანეს და ვალო-დელო-ლუკანიის გამომძიებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, შინაპატიმრობაში მოათავსეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობის ბრალდებით .

გამოცემის ცნობით, დაკავებულს ათობით ძვირადღირებული, დიზაინერული ტანსაცმლის მოპარვა ედება ბრალად, რომელთაც მნიშვნელოვანი კომერციული ღირებულება ჰქონდათ.

728
300