ბრილიანტის ყელსაბამს სამეფო ისტორიით ახალი მფლობელი ჰყავს - Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა სამკაული, რომელსაც მარია-ანტუანეტას დაცემასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი

ნოე 14, 2024 - 17:46
 0  30
ბრილიანტის ყელსაბამს სამეფო ისტორიით ახალი მფლობელი ჰყავს - Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა სამკაული, რომელსაც მარია-ანტუანეტას დაცემასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი

იდუმალებით სავსე ბრილიანტის ყელსაბამი, რომელსაც მარია-ანტუანეტას დაცემასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი Sotheby’s აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, - იუწყება Reuters-ი.

XVIII საუკუნის სამკაული თითქმის 300 ბრილიანტის კარატისაგან შედგება. მყიდველის ვინაობა უცნობია, თუმცა Sotheby’s წარმომადგენლის თქმით, ის შენაძენით აღფრთოვანებულია, რამეთუ ადამიანები ყიდულობენ არა მხოლოდ ძვირფას ნივთებს, არამედ მათთან დაკავშირებულ ისტორიასაც.

ზოგიერთი ბრილიანტი, რომელიც ამ ყელსაბამშია გამოყენებული, შესაძლოა უკავშირდება „ბრილიანტის ყელსაბამის საქმეს“, რომელმაც საფრანგეთის ბოლო დედოფლის მარია-ანტუანეტას რეპუტაცია შელახა და გაამძაფრა რევოლუციური ტალღა. მაშინ დედოფალი მფლანგველობაში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ მარია-ანტუანეტა უდანაშაულოდ ცნეს, ამ სკანდალმა მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო გაამძაფრა.

Sotheby’s აუქციონზე გაყიდული ყელსაბამი 50 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში.

ეს ყელსაბამი ორჯერ ეკეთათ საზოგადოებაში არისტოკრატებს - პირველად მეფე ჯორჯ VI-ის კორონაციაზე 1937 წელს და მეორედ მისი ქალიშვილის - ელისაბედ მეორის კორონაციის დღეს 1953 წელს.

Sotheby’s აუქციონზე განაცხადეს, რომ ბრილიანტები, რომლებიც ყელსაბამის შექმნისას გამოიყენეს, შესაძლოა, ნაპოვნია გოლკონდის ლეგენდარულ საბადოებზე ინდოეთში, სადაც ყველაზე სუფთა ალმასები მოიპოვება.

„ბედნიერი მყიდველი წავიდა ისტორიის შთამბეჭდავი ნაწილით“, - განაცხადა ევროპის ყველაზე მსხვილი ბრილიანტების ინტერნეტ-მაღაზიის ხელმძღვანელმა ტობიას კორმინდმა.

728
300
728
300