საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო დროებით დახურა

ნოე 20, 2024 - 14:46
 0  0
საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო დროებით დახურა

აშშ-მა დროებით დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ. სიფრთხილის გამო საელჩო დაიხურება, საელჩოს თანამშრომლებმა მიიღეს მითითება თავშესაფართან დაკავშირებით. საელჩო ურჩევს აშშ-ის მოქალაქეებს, მზად იყვნენ, დაუყოვნებლივ გაეშურონ თავშესაფარში საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.