ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ნოე 11, 2024 - 15:51
 0  11
ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.

728
300

ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და რონდა რანდოლფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ სხვადასხვა ამერიკული გამოცემებისთვის, მედიაპლატფორმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ.

პრესტურის მონაწილეები გაეცნენ თბილისს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, დაათვალიერეს მცხეთა. ამერიკელი ჟურნალისტები კახეთში, წინანდლის მამულებში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალს Winecast დაესწრნენ.
ფესტივალის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი სომელიეები გაუძღვნენ. პრესტურის მონაწილეები ფესტივალის შემდეგ კარდანახს, ვაზისუბანს და ნატახტარს ესტუმრნენ და გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

728
300