ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს
ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს. ქვეყნის მიგრაციის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობის გამო კონტროლი გამართლებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რამდენად მკაცრი იქნება ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმებები.