შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ამსტერდამში ათობით ადამიანმა ტრამვაის პეტარდები ესროლა და ცეცხლი წაუკიდა, დაკავებულია რამდენიმე პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი მომიტინგე „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამვაის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ტრამვაი ცარიელი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს არეულობა გასულ კვირას ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ გასულ კვირას ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაში. ეჭვმიტანილები 18-დან 37 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ.
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა განაცხადა, რომ ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმებს არაფერი ამართლებს.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი