ტომ კრუზი ფილმში „შეუსრულებელი მისია“ მერვედ და ბოლოჯერ ითამაშებს

ნოე 13, 2024 - 06:55
 0  12
ტომ კრუზი ფილმში „შეუსრულებელი მისია“ მერვედ და ბოლოჯერ ითამაშებს

ტომ კრუზი ფილმში „შეუსრულებელი მისია“ მერვედ და ბოლოჯერ მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Variety ავრცელებს.

„შეუსრულებელი მისია 8“-ის ოფიციალური სახელწოდება უკვე ცნობილია. მას „ფინალური ჩათვლა“ ერქმევა. ფილმი „შეუსრულებელი მისია 7“-ის მეორე ნაწილია და ის ეკრანებზე, ამჟამინდელი ინფორმაციით, 2025 წლის 23 მაისს გამოვა.

კრუზმა სოციალურ ქსელში ფილმის ოფიციალური პოსტერიც გამოაქვეყნა, წარწერით „ყველა გადაწყვეტილება აქამდე მიდიოდა“.