ლოს-ანჯელესში მოსახლეობას გადაადგილება უკვე რობო-ტაქსით შეუძლია

ნოე 13, 2024 - 07:00
 0  15
ლოს-ანჯელესში მოსახლეობას გადაადგილება უკვე რობო-ტაქსით შეუძლია

მიმდინარე კვირიდან ლოს-ანჯელესის მცხოვრებებს, ვინც Waymo One-ის აპლიკაციას იყენებს, შეუძლია თვითმართვადი რობო-ტაქსით ისარგებლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

3.8 მილიონი მცხოვრებლით ლოს-ანჯელესი მესამე და ყველაზე დიდი ქალაქი გახდა, რომელსაც რობო-ტაქსი მოემსახურება.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, თვითმართვადი ტრანსპორტი 2025 წელს ქალაქ ჰიუსტონშიც დაიწყებს მუშაობას.