Apple-ი მარტში გამოუშვებს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება
გაზაფხულზე Apple-ი გამოუშვებს ახალ პროდუქტს - ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პლანშეტს, რომელიც ადამიანებს სახლის გაკონტროლებაში დაეხმარება, - წერს Reuters.
Apple-ს სურს დაეწიოს კონკურენტებს „ჭკვიანი სახლის“ ბაზარზე. კედლის AI-პლანშეტი შეძლებს აკონტროლოს და მართოს სახლში არსებული ტექნიკა, ასევე ჩაატაროს ვიდეო-კონფერენციები.
კომპანიაში სჯერათ, რომ Apple-ის ახალი პროდუქტი გახდება ძლიერი მოთამაშე „ჭკვიანი სახლის“ სეგმენტში. მის შექმნაზე სპეციალისტები სამ წელზე მეტხანს მუშაობდნენ.
AI-პლანშეტი ოთხკუთხედ iPad-ს ჰგავს. ის თითქმის ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ორი iPhone-ი. Apple-ი აპირებს გამოუშვას ახალი პროდუქტი შავ და ვერცხლისფერ ფერებში.
მისმა ფასმა შესაძლოა ათას დოლარს მიაღწიოს, თუმცა მომხმარებლებს შესთავაზებენ უფრო იაფ ვარიანტებსაც, რომლებიც პროდუქტის კომპონენტებზე იქნება დამოკიდებული.