„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა და მეისი უილიამსმა, რომელმაც ფილმში არის სტარკის როლი ითამაშა, შესაძლოა ახალ პროექტზე იმუშაონ

ნოე 13, 2024 - 17:55
 0  16
„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა და მეისი უილიამსმა, რომელმაც ფილმში არის სტარკის როლი ითამაშა, შესაძლოა ახალ პროექტზე იმუშაონ

„სამეფო კარის თამაშების“ ავტორმა ჯორჯ რ.რ. მარტინმა და მეისი უილიამსმა, რომელმაც ფილმში არის სტარკის როლი ითამაშა, შესაძლოა ახალ პროექტზე იმუშაონ, - იუწყება CNN.

ამ ინფორმაციამ „სამეფო კარის თამაშების“ ფანებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ზაფხულში მარტინი იუწყებოდა, რომ იმყოფებოდა ლონდონში, სადაც მოინახულა პოპულარული ტურისტული ადგილები და შეხვდა თავის ბრიტანელ რედაქტორს.

ფანები განსაკუთრებით დაინტერესდნენ 76 წლის მწერლის ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ ის ლონდონში მეისი უილიამს შეხვდა.

„მე და მეისი უილიამსი ერთმანეთს შევხვდით, მივირთვით პიცა და პასტა და ვისაუბრეთ .... არა, სჯობს დეტალებს არ შევეხოთ, არ მინდა თვალი ეცეს“, - აღნიშნა მარტინმა, რითაც უფრო გააღვივა ინტერესი ფანებში.

იმის გათვალისწინებით, რომ მარტინმა არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გაავრცელა, ცნობილი არ არის ახალი პროექტი დაკავშირებული იქნება თუ არა „სამეფო კარის თამაშებთან“.

ერთ-ერთ ინტერვიუში უილიამსმა განაცხადა, რომ შოუს დამთავრების შემდეგ ის თავს „დაკარგულად“ გრძნობდა. უილიამსი არის სტარკის როლზე 12 წლის ასაკში დაამტკიცეს. სერიალში ის 2011 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.