შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
კრემლი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესახებ დაძაბულობის ახალ ეტაპს ნიშნავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ასეთი გადაწყვეტილება თუ მართლაც იქნა ფორმულირებული და კიევის რეჟიმისთვის გადაცემული, რა თქმა უნდა, ეს არის დაძაბულობის ხარისხობრივად ახალი ეტაპი და ხარისხობრივად ახალი ვითარება შეერთებული შტატების ამ კონფლიქტში ჩართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, მოსკოვის პოზიცია ყველასთვის აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს.
„ეს სიგნალები წაკითხულ იქნა კოლექტიური დასავლეთის მიერ და ისინი გაჟღერებულ იქნა პრეზიდენტის მიერ სანკტ-პეტერბურგში“, – შეახსენა პესკოვმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის არმიას თავად არ შეუძლია დარტყმების მიყენება თანამედროვე დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღით და კონკრეტული სამიზნეების კოორდინატების შეტანა შეუძლიათ მხოლოდ ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს და მხოლოდ ნატო-ს თანამგზავრების სადაზვერვო მონაცემების გამოყენებით.
„ეს გადაწყვეტილება თუ მიღებულ იქნება, ეს ნიშნავს ნატო-ს ქვეყნების, შეერთებული შტატების, ევროპული ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობას უკრაინაში ომში. ეს არის მათი პირდაპირი მონაწილეობა, და ეს უკვე, რა თქმა უნდა, არსებითად ცვლის თვით კონფლიქტის არსს, მის ბუნებას“, – განაცხადა პუტინმა 12 სექტემბერს.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთი მიიღებს „შესაბამის გადაწყვეტილებებს, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე“, რომლებიც მას შეექმნება.
ცნობისთვის, 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიდენმა ნება დართო უკრაინას, რუსეთის სიღრმეში ATACMS-ის ტიპის რაკეტებით დარტყმები განახორციელოს.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი