ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით

ნოე 18, 2024 - 19:29
 0  14
ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირი მზად არის ევროკავშირის გზაზე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თუმცა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით

ევროკავშირი მზად არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის გზაზე, თუმცა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საკითხი საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დღის წესრიგშია შეტანილი.

„საგარეო ურთიერთობათა საბჭოს დღის წესრიგში საქართველოა. ევროკავშირი მზად არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერად  ევროკავშირის გზაზე, თუმცა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ქმედებებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.