ზღაპრის გმირები, სათავგადასავლო სივრცეები, გამოფენები და კონცერტები - მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის 63 ქალაქში გაიმართება.
აქტივობები უკვე დაიწყო თბილისსა და რეგიონებში. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.
ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.