გერმანიაში ექვსმა პარტიამ გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნოდ თავს შეიკავებენ პირადი შეურაცხყოფისგან, ძალადობისგან აგიტატორების მიმართ, არ გაავრცელებენ ცრუ განცხადებებს

დეკ 23, 2024 - 11:03
 0  420
გერმანიაში ექვსმა პარტიამ გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვით, წინასაარჩევნოდ თავს შეიკავებენ პირადი შეურაცხყოფისგან, ძალადობისგან აგიტატორების მიმართ, არ გაავრცელებენ ცრუ განცხადებებს

გერმანიაში ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ სამართლიანი არჩევნების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

728
300

გერმანული მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავს შეიკავებენ პირადი შეურაცხყოფისგან, არ მიმართავენ ძალადობას აგიტატორების მიმართ, წინააღმდეგი იქნებიან ექსტრემისტული ხასიათის განცხადებების და მიზანმიმართულად არ გაავრცელებენ ცრუ განცხადებებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულს.

ხელმომწერთა შორის არიან კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, „ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“, „კავშირი 90/მწვანეები“, „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ და „მემარცხენე პარტია“.

შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობაზე უარს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ასევე, იმ სხვა პარტიების მიმართ, რომლებიც თავისუფალი, დემოკრატიული ძირითადი წესრიგის პრინციპებს არ იზიარებენ.

ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვა სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.

ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 16 დეკემბერს გამოუცხადა, რის შემდეგაც, პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი დაითხოვა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 23 თებერვალს გაიმართება.

728
300