ქართული კულტურის დღეები ანტვერპენში
ბელგიაში ქალაქ ანტვერპენში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ბელგიასა და საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა თეატრალებმა და თბილისიდან მიწვეულმა მსახიობებმა კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში სპექტაკლები „ოთარაანთ ქვრივი“ და „დიდოსტატის მარჯვენა“ წარუდგინეს მაყურებლებს.
ასევე, ნაჩვენები იყო რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „მგზავრი წერილებით“. ქართული კულტურის დღეები, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებულ ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ ხელმძღვანელ, მანანა ხორბალაძის ინიციატივით და ორგანიზებით შედგა.