ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ

ნოე 10, 2024 - 04:34
 0  24
ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ

ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ცენტრში, დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები მასშტაბურ წყალდიდობაზე მთავრობის რეაგირებას აპროტესტებდნენ.

728
300

დემონსტრანტები აკრიტიკებდნენ საგანგებო სამსახურების რეაგირებას და პასუხისმგებელი პირების გადადგომას ითხოვდნენ, მათ შორის ვალენსიის მთავრობის პრეზიდენტის, კარლოს მაზონის.

საპროტესტო გამოსვლა სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

აღმოსავლეთ ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 217 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიამ ვალენსიის პროვინციის ნაწილი გაანადგურა, კერძოდ, სტიქიის შედეგად 80-მდე მუნიციპალიტეტია დაზარალებული.

728
300