ეტლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილმა პიზის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ნინა თიბილაშვილმა იტალიაში, ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრის მეორე დღეს ხმლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა,საფინალო ბრძოლა ანგარიშით 9:15 პოლონელ კინგა დროჟთან დათმო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.