საფრანგეთში ფერმერები, პილოტები და რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

ნოე 11, 2024 - 18:11
 0  51
საფრანგეთში ფერმერები, პილოტები და რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

საფრანგეთში ფერმერების, პილოტებისა და რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა იგეგმება.

728
300

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქვეყანაში მომდევნო კვირის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური გაფიცვა გაიმართება.

საპროტესტო აქციები პილოტების გაფიცვით, 14 ნოემბრიდან დაიწყება. პილოტთა ეროვნულმა კავშირმა თავის წევრებს მოუწოდა, შეიკრიბონ ეროვნული ასამბლეის შენობასთან, სადაც გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტზე კენჭისყრა გაიმართება.

მეორე დღეს, 15 ნოემბერს ფერმერები მასშტაბურ აქციებს გეგმავენ. პროტესტის მიზეზი ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მერკოსურის ბლოკს შორის სავაჭრო ხელშეკრულების შესაძლო შედეგებია. ფერმერები ამბობენ, რომ  ხელშეკრულება მათ ბიზნესებს დააზარალებს.

21 ნოემბერს გაფიცვას საფრანგეთის სარკინიგზო კომპანია SNCF-ის თანამშრომლები გეგმავენ. პროფკავშრები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ულტიმატუმია, რომელსაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები მოჰყვეს.

728
300