CNN: ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის

ნოე 11, 2024 - 18:16
 0  22
CNN: ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობაზე უარს იტყვის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

728
300

ამერიკული ტელეარხის ცნობით, არჩევნების შემდეგ მასკი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ტრამპთან. ის მასთან ერთად სადილობს და გოლფს თამაშობს. ცნობილია ისიც, რომ მასკი ესწრებოდა სატელეფონო საუბრებს, როცა ტრამპს მსოფლიო ლიდერები ურეკავდნენ და არჩევნებში გამარჯვებას ულოცავდნენ.

თუმცა, როგორც CNN იუწყება, მასკს არ აინტერესებს თანამდებობა, იმიტომ რომ ის მას „არ სჭირდება“, მას „არანაკლები გავლენა აქვს გარედან“.

ტრამპის შეთავაზების მიუხედავად, უხელმძღვანელოს სპეციალურ კომისიას, რომელიც ფედერალურ მთავრობაში ხარჯების შემცირებაზე იმუშავებს, მასკი, სავარაუდოდ, უარს იტყვის, ვინაიდან ეს მის მიერ მართულ კომპანიებზე უარყოფითად იმოქმედებს.

CNN-ი ვარაუდობს, რომ ბიზნესმენი ტრამპის ნდობით აღჭურვილ პირთა ვიწრო წრეში შევა, რომელიც გარკვეული საკითხების ანალიზზე, შესწავლასა და კვლევაზე იმუშავებს. ეს მასკს საშუალებას მისცემს გვერდი აარიდოს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც სავალდებულოა საჯარო მოხელისთვის.

728
300