შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ამსტერდამის ცენტრში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე პოლიციამ 281 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დემონსტრანტები აპროტესტებდნენ აქციების ჩატარების აკრძალვას, რომელიც მას შემდეგ დაწესდა, რაც გასულ კვირას ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 281 ადამიანი დააკავეს, აქედან 265 მომიტინგე დაშლის მოწოდებაზე უარის თქმის გამო დააკავეს. რვა ადამიანი – საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, ხოლო ძალადობის, ვანდალიზმის, ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის კიდევ ოთხი პირი დააკავეს.
ამასთან, პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სამართალდამცავების მიერ დემონსტრანტების მიმართ შესაძლო ძალადობის თაობაზე.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი