შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
საფრანგეთში ასეულობით ადამიანმა საფრანგეთ-ისრაელის საფეხბურთო მატჩის წინ ქვეყანაში ისრაელის ნაკრების ჩასვლა გააპროტესტა.
ერთა ლიგის მატჩი „სტად დე ფრანსზე“ იმართება. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების დასაცავად 4 000 სამართალდამცველი იქნება მობილიზებული სტადიონზე, მის გარეთ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. უსაფრთხოების მონიტორინგისთვის გამოყენებული იქნება ვიდეოთვალთვალის სისტემებიც.
ამასთან, გულშემატკივრებს სტადიონზე მხოლოდ საფრანგეთისა და ისრაელის დროშების შეტანის უფლება ექნებათ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოლიდარობის ნიშნად მატჩს დაესწრება.
ცნობისთვის, გასულ კვირას ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის მოქალაქეები ამსტერდამში, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „აიაქსისა“ და „მაკაბი თელ ავივის“ საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად ჩავიდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გარეთ გამოსულ ისრაელელ გულშემატკივრებს თავს დაესხნენ.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი