საქართველოს ნაკრებმა საგურამოში მზადება დაასრულა და ბათუმში გაემგზავრება

ნოე 15, 2024 - 05:43
 0  38
საქართველოს ნაკრებმა საგურამოში მზადება დაასრულა და ბათუმში გაემგზავრება

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა და ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა.

15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც უკრაინასთან მატჩამდე „ბათუმი არენაზე“ ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.

15 ნოემბრის განრიგი, „ბათუმი არენა“:

16:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია

17:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

18:30 უკრაინის ნაკრების პრესკონფერენცია

19:00 უკრაინის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

წლის დასკვნით საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში 16 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს., 19 ნოემბერს კი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. ერთა ლიგის B1 ჯგუფში გამართული 4 ტურის შედეგებით, ჩვენი ეროვნული გუნდი 6 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 4 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.