ხვიჩა კვარაცხელია: ბოლოს გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი, მამარდაშვილი და გადაგვარჩინა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ
ბოლოს გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი, მამარდაშვილი და გადაგვარჩინა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ,- განაცხადა საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ უკრაინის ნაკრებთან მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ.
„ბოლო წუთზე უკრაინელების შექმნილ მომენტს რაც შეეხება: მამარდაშვილი თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია – მისგან ასეთი ნახტომები ხშირია და მადლობა გიორგის. გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი და გადაგვარჩინა.
ჩეხეთში, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად მივდივართ. ეს გვჭირდება, ჯგუფში პირველი-მეორე ადგილი რომ დავიკავოთ. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გადის. არ აქვს მნიშვნელობა სახელს. ჩავალთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ და წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.