მარგარეტ ჩოლა, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა

ნოე 17, 2024 - 12:30
 0  15
მარგარეტ ჩოლა, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა

მარგარეტ ჩოლა ზამბიის ერთ-ერთი სოფლიდან, რომელიც დაახლოებით 85 წლისაა, მოდის სიმბოლოდ და ინტერნეტ-სენსაციად იქცა, - წერს BBC.

ყველაფერი კი უბრალო გართობით დაიწყო. მისი შვილიშვილი მოდით არის გატაცებული. ბებიამ და შვილიშვილმა უბრალოდ გარდერობები გაცვალეს და ფოტოები გადაიღეს. შედეგმა კი მთელი ინტერნეტ-სივრცე აალაპარაკა. მას „ინსტაგრამში“ 225 ათასი გამომწერი ჰყავს.

„მე ამ ტანსაცმელში თავს უფრო სხვანაირად ვგრძნობ, უფრო ახლებურად, უფრო ცოცხლად, ისე, როგორც არასდროს“, - თქვა ჩოლამ და დაამატა, რომ ახლა მას ისეთი განცდა აქვს, რომ მსოფლიოს დაპყრობას შეძლებს.

მისი თქმით, ის გაკვირვებული დარჩა, რომ იგი მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს შეუყვარდა.

ჩოლამ არ იცის ზუსტად რამდენი წლისაა, რადგან მას არ აქვს დაბადების მოწმობა.