ძიუდო | კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ნოე 16, 2024 - 18:43
 0  14
ძიუდო | კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში კოტე კაპანაძე (81კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში იტალიელი ძიუდოისტი მადალონი ეფექტური გდებით დაამარცხა. ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე 90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მიიღეს. გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ვერცხლს ნინო ლოლაძე (57კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს კი – თენგო ზირაქაშვილი (66კგ).