შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც წყაროები ამბობენ, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა. უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.
თეთრმა სახლმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, პირველი დარტყმები შორი მანძილიდან, სავარაუდოდ, ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდება, რომლის მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრია.
უკრაინის პრეზიდენტი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ სამხედროებს მისცემოდათ უფლება, ამერიკული იარაღით დაერტყათ რუსეთის სამხედრო ობიექტებისთვის შორი მანძილიდან.
ცნობისთვის, რუსეთმა ადრე განაცხადა, რომ ისინი უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას მნიშვნელოვან ესკალაციად აღიქვამდნენ.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი