ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას დააყენებს

დეკ 5, 2024 - 20:58
 0  88
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას დააყენებს

ნიდერლანდები ევროკავშირისგან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასპარ ველდკამპმა განაცხადა.

728
300

მისი თქმით, ნიდერლანდები საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნას ოფიციალურად დააყენებს, რათა საქართველოს მთავრობამ გაიგოს, რომ „გზას, რომელსაც ის დაადგა, თავისი ფასი აქვს“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ასევე მიმართავს ეუთო-ს, რათა „საქართველოს მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს“.

728
300