ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე: კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი

დეკ 7, 2024 - 15:53
 0  180
ფსიქოლოგი დალი ლაშხიძე: კონფლიქტურ სივრცეში ბავშვების, მოსწავლეების შეყვანა და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება იწვევს მათ ტრავმირებას და არის დამანგრეველი

სასწავლო პროცესის ჩაშლა ნიშნავს, იძულებას, მოარგო მოსწავლეს, სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატური სოციალური როლი, - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში ფსიქოლოგმა, გეშტალტთერაპევტმა დალი ლაშხიძემ.

728
300

მისი თქმით, „ჩვენ ყველა ვართ ამ დაძაბული ველის ნაწილი და რთულია, არ გვქონდეს გარკვეული დამოკიდებულება, რაც გადადის ფსიქოზურ მდგომარეობაში. წინ არის წამოწეული ფსიქოლოგიური ძალადობაც“.

ფსიქოლოგმა სკოლის მოსწავლეების აქციებში ჩართვაზე ისაუბრა და ამ პროცესს მოსწავლეებისთვის დამანგრეველი უწოდა.

„არსებობს ექსპერიმენტი, რა დროსაც ადამიანებს აქვთ როლები ციხის პატიმრების და ზედამხედველების. ადამიანი შედის რომელიმე როლში, ის ირგებს ამ პასუხისმგებლობას და ერგება ამ როლს. რატომ ვაკისრებთ ჩვენ უსუსურ, პატარა ბავშვებს, მოსწავლეებს, რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას. ვერც ხვდებიან ისინი - სვამენ კითხვებს- დედა, რას აპროტესტებენ, რატომ არ უნდა წავიდეთ სკოლებში და ა.შ. არიან გაურკვევლობაში, ჩვენ მათ ვაქცევთ მსხვერპლებად.

გარდა ამისა, ის რომ დემონსტრაციაზე წავიყვანოთ ბავშვი, გავიფიცოთ და აღარაფერი ვაკეთოთ- ეს არის დამანგრეველი. როდესაც ცოლ- ქმარს აქვს კონფლიქტი, ჩხუბობენ და ამ კონფლიქტში შემოჰყავთ ბავშვი, ის იჭყლიტება შუაში და მისი საშუალებით ცდილობენ, შური იძიონ ერთმანეთზე. ასეთ დროს, ჩვენ, ფსიქოთერაპევტები, ვაძლევთ რჩევას, რომ გავიყვანოთ ბავშვი ამ კონფლიქტიდან. ახლა კი, ვხედავ პროცესს, რომ ამ კონფლიქტურ სივრცეში შეჰყავთ მოსწავლეები, ბავშვები, განტევების ვაცი და მათ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რაც იწვევს ბავშვების ტრავმირებას. ამ არასრულწლოვანებს დასჭირდებათ დარჩენილი ცხოვრება თერაპიაში გაატარონ.“- განაცხადა დალი ლაშხიძემ.

მისი შეფასებით, ჩვენ საზოგადოებას აკლია დიალოგის კულტურა „ჩვენ უნდა ვყვიროდეთ, ვეჩხუბებოდეთ ერთმანეთს. თუკი არსებობს კონფლიქტი, უნდა არსებობდეს განტევების ვაცი.“

„როდესაც საუბრობენ აღქმებსა და ხედვებზე- დიახ, აღქმა არის ინდივიდუალური და არსებობს გეშტალტთერაპიაში, რომ მე არ მოვედი ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ შენი იმედები გავამართლო და პირიქით- თუკი მე და შენ შევხვდებით ერთმანეთს ამ ხედვებში, ძალიან კარგი, თუ ვერა- ამას ვერაფერს ვუზამთ. ბოლოს კი- უნდა ვაღიაროთ ერთმანეთის ტკივილი, შიშები. დღეს საზოგადოება არის ძალიან შეშინებული, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის.

ამასთან, საზოგადოებაში არის დემონსტრაციულ- ისტერიული ფონი. თუ წავედი აქციაზე- უნდა დავდო სოციალურ ქსელში, მოვუწოდო სხვას და ვინც იქ არ არის, შევამკო ეპითეტებით, მოღალატე- არარაციონალური და არაადეკვატური რეაქციები გამოვწვიო, რომ როგორღაც ჩავითრიო. მგონია, რომ ეს არის გარკვეული შიში და გარდა ამისა, სიტუაციის წაკითხვის პრობლემა. ადამიანებს დაკარგული აქვთ კონტექსტი- წავედი, დამინახეთ, ვარ აქ- ეს ნიშნავს, რომ არსებობს პრობლემები- ადამიანებს აკლიათ აღიარება, ისინი სულ რაღაცის მტკიცების რეჟიმში არიან. ეს არის კოლექტიური აზროვნების ეფექტი - მე თუკი ვაიდენტიფიცირებ ჩემ თავს ვიღაცასთან, საზოგადოებასთან, პროფესიულ სამეგობრო სივრცესთან და იქ, თუ რაღაც გარკვეული აზრი წარმოიშვა, რომელსაც არ ვეთანხმები, მიჩნდება სირცხვილის, დანაშაულის გრძნობა. რატომ არ ვფიქრობ ასე... სწორედ ამ პროცესს ვუყურებთ ახლა, რაც დამანგრეველია. - განაცხადა დალი ლაშხიძემ.

728
300