თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს ახალი გენერალური მდივანი გახდა

დეკ 7, 2024 - 19:24
 0  154
თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს ახალი გენერალური მდივანი გახდა

ეუთოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფერიდუნ სინირლიოღლუ დაინიშნა. ის ასევე იკავებდა გაეროში თურქეთის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.

ცნობას ამის შესახებ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრი, იან ბორჯი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ეუთო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სინირლიოღლუს დანიშვნას ეუთო-ს ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

იან ბორჯის ცნობით, წევრმა სახელმწიფოებმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დირექტორის თანამდებობაზე მარია ტელალიანი (საბერძნეთი) აირჩიეს.

728
300

728
300