ლევან საგინაშვილმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა
ლევან საგინაშვილის მორიგი ტრიუმფი - ქართველმა მკლავჭიდელმა EAST WEST-ის ღონისძიება მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ჰალკის მეტოქე ამერიკელი ჯერი კადორეტი იყო. მან ლეგენდარულ მეტოქეს უშანსოდ, 4-0 მოუგო.
ლევან საგინაშვილს მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული.