„ფაინენშალ თაიმსის“ ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი - ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს ხვალ, საღამოს ბუდაპეშტში, ვახშამზე საქართველოს არჩევნების განხილვა

ნოე 6, 2024 - 15:11
 0  1
„ფაინენშალ თაიმსის“ ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი - ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს ხვალ, საღამოს ბუდაპეშტში, ვახშამზე საქართველოს არჩევნების განხილვა

„ფაინენშალ თაიმსის“ (Financial Times) ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი ჰენრი ფოი აცხადებს, რომ ხვალ ბუდაპეშტში დადეგმილ ვახშამზე ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს საქართველოს არჩევნების საკითხის განხილვა.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის არცერთ ლიდერს არ სურს ხვალ, საღამოს ბუდაპეშტში, ვახშამზე საქართველოს არჩევნების განხილვა“, – წერს ჰენრი ფოი სოციალურ ქსელში.

„ფაინენშალ თაიმსის“ ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ აღარც ევროკომისრების დღევანდელი მოსმენაა პრიორიტეტული.

„და ათი ქულა პრესის ნებისმიერ ოფიცერს, რომელიც დაწერს საშინლად მნიშვნელოვან სტრიქონებს ევროკომისრების დღევანდელ მოსმენასთან დაკავშირებით“, – წერს ჰენრი ფოი.