„ძლიერთა თამაშების“ პოპულარიზაციისთვის პრინცმა ჰარიმ პირველი ტატუ გაიკეთა

ნოე 22, 2024 - 13:10
 0  8
„ძლიერთა თამაშების“ პოპულარიზაციისთვის პრინცმა ჰარიმ პირველი ტატუ გაიკეთა

სასექსის ჰერცოგმა პრინცმა ჰარიმ „ძლიერთა თამაშების" (Invictus games) პოპულარიზაციისთვის, რომელიც მისი პატრონაჟით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, პირველი ტატუ გაიკეთა.

728
300

ინფორმაცია Invictus games-ის Instagram გვერდზე პროექტისადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლიდან გახდა ცნობილი.

“ძლიერთა თამაშები“ განკუთვნილია იმ მებრძოლებისა და ყოფილი სამხედროებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. პროექტის მიზანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში სპორტის მეშვეობით.

პრინცი ჰარი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ტატუ-სალონში იმყოფებოდა, სადაც „ძლიერთა თამაშების" პოპულარიზაციისთვის ვიდეო რგოლი გადაიღო. ტატუ-არტისტის როლში ამერიკელი მუსიკოსი ჯეისონ ბრედლი დეფორდია, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Jelly Roll.

ვიდეო რგოლი კომედიური ჟანრისაა. ამერიკელი მუსიკოსი პრინც ჰარის კისერზე უკეთებს ტატუს წარწერით: I am Jelly Roll. პრინცი ჰარი ვიდეორგოლში ვერ მალავს გაკვირვებას ტატუს შინაარსის გამო და ეძახის მუსიკოსს, თუმცა ის ოთახიდან გარბის სიტყვებით: „შევხვდებით ვანკუვერში“.

Jelly Roll 16 თებერვალს ვანკუვერში Invictus Games-ის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდება. “ძლიერთა თამაშები“ პრინცმა ჰარიმ 2014 წელს შექმნა.

728
300