შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
პოლონელი ფერმერები უკრაინის საზღვართან, „მედიკ-შეგინის“ სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იტყობინება, ამის შესახებ უწყებას პოლონურმა მხარემ აცნობა.
პოლონელი ფერმერების აქცია 23 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათიდან იგეგმება.
პოლონელი მებაჟეების განცხადებით, დემონსტრანტები სამგზავრო ავტობუსებს და მსუბუქ ავტომობილებს ორივე მიმართულებით გაატარებენ. შეზღუდვები შეეხება სატვირთო ტრანსპორტს.
უკრაინაში ყოველ ერთ საათში თითო სატვირთოს გატარებენ, უკრაინიდან კი 3,5 ტონაზე მეტი სიმძიმის სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებას მთლიანად დაბლოკავენ.
პოლონელი ფერმერები ქვეყანაში უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანას აპროტესტებენ.
ნოე 10, 2024 0 286
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 11, 2024 0 129
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 13, 2024 0 89
ნოე 12, 2024 0 111
ნოე 11, 2024 0 256
ნოე 10, 2024 0 242
ნოე 10, 2024 0 286
სულ ხმა მისცა: 1
კი