შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ამერიკელი რეპერი და პროდიუსერი შონ „დიდი“ კომბსი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ, ფლორიდაში მდებარე 48 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლის უზრუნველყოფით ითხოვენ.
ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსანდრა შაპირომ ასევე შესთავაზა სასამართლოს შონ კომბსის შინაპატიმრობაში მოთავსება 24-საათიანი მონიტორინგით, მისთვის სავარაუდო მსხვერპლთან ან თვითმხილველებთან კონტაქტის აკრძალვის პირობით.
ცნობისთვის, შონ კომბსი, რვა კვირაზე მეტია, ბრუკლინის ციხეშია, სადაც ის სექსუალური ტრეფიკინგში ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი იყენებდა თავის ბიზნესიმპერიას, მათ შორის ხმის ჩამწერ კომპანია Bad Boy Entertainment-ს ქალებისა და კაცების ტრეფიკინგისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღოთ დახურულ წვეულებებში, სადაც სექსუალური წარმოდგენები იმართებდა.
როგორც „როიტერი“ წერს, რეპერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სამჯერ უთხრეს უარი. მოსამართლეები მიუთითებენ, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს თვითმხილველებზე.
ამასთან, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, არუნ სუბრამანიანმა, რომელიც რეპერის სისხლის სამართლის საქმეს ზედამხედველობს, არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. შონ კობსი და მისი დაცვის მხარე ითხოვდნენ, რომ ბრალდების მხარეს აკრძალვოდა საქმეზე საჯაროდ საუბარი.
შონ კობსის სასამართლო პროცესი 5 მაისისთვის არის დაგეგმილი. თავად 55 წლის რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდების მხარის მიერ აღწერილი სექსუალური ქმედებები ნებაყოფლობითი იყო.
ნოე 11, 2024 0 3628
ნოე 10, 2024 0 3593
ნოე 10, 2024 0 2602
ნოე 13, 2024 0 2416
ნოე 12, 2024 0 2325
ნოე 27, 2024 0 1471
ნოე 13, 2024 0 2416
ნოე 12, 2024 0 2325
ნოე 11, 2024 0 3628
ნოე 10, 2024 0 3593
სულ ხმა მისცა: 1
კი