საბერძნეთში ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

ნოე 26, 2024 - 17:16
 0  110
საბერძნეთში ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, ათონის წმინდა მთაზე, ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო.

728
300

ვიზიტის ფარგლებში, კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი დაირგო. აღსანიშნავია, რომ ნერგები 13 ნოემბერს, 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს დაირგა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს, ვაზის ჯიშებთან ერთად, ასევე, ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.

ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. თესალონიკში, გელა ჯაფარიძემ გაუწიეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

728
300