პოლონეთი: დაკავებულია იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი, რომელიც კრიმინალებს მთელ ევროპაში ამარაგებდა - ევროპოლი

ნოე 26, 2024 - 20:16
 0  8
პოლონეთი: დაკავებულია იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი, რომელიც კრიმინალებს მთელ ევროპაში ამარაგებდა - ევროპოლი

პოლონეთის პოლიციამ, ევროპოლთან და ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ტრანსსასაზღვრო ოპერაციის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა, რომელიც იარაღით, სავარაუდოდ, ევროპის მთელ კრიმინალურ სამყაროს ამარაგებდა.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ის გერმანიასა და პოლონეთში მოქმედ კრიმინალურ ქსელებს უკანონო იარაღს აწვდიდა, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილს „მაღალი ღირებულის სამიზნე“ უწოდეს. მის მიერ ბელგიაში, გერმანიაში, ლიეტუვასა და შვედეთში ადრე გაყიდული იარაღი უკვე ამოღებულია.

შვედმა სამართალდამცავებმა, საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ასევე დაადგინეს, რომ დაკავებული ეჭვმიტანილისგან ნაყიდ ცეცხლსასროლ იარაღს ადგილობრივი სასტიკი ბანდა შეკვეთილი მკვლელობებისთვის იყენებდა.

დაკავებული ეჭვმიტანილი პოლონეთის მოქალაქეა. ის ავსტრიაში შეძენილი იარაღის გადაზიდვისას დააკავეს. ევროპოლის განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მიწისქვეშ დამალული უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა.

ევროკავშირის პოლიციის სააგენტოს ცნობით, გამოძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიელი, ჩეხი, გერმანელი და შვედი სამართალდამცავები.

ევროპოლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოსა და ფოტოებზე ჩანს იარაღი, რომელიც პოლონეთში, ეჭვმიტანილის სახლში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების დროს იპოვეს.

პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი
პოლონეთი - 2024 წლის 26 ნოემბერი
ევროპოლი