შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „რომას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერი ანტონიო კონტეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 66 წუთი ითამაშა და 6.6 შეფასება მიიღო.
კვარაცხელიას პირველ ტაიმში ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი. მეორე წუთზე კარის წინ მიიღო ბურთი, მაგრამ თავური დარტყმით ვერ გაიტანა. 43-ე წუთზე კი „რომას“ თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ შეუშალა ხელი და გუნდს საფრთხე აარიდა, ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ კარგად დაიწყო და 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ჯოვანი დი ლორენცოს გადაცემით რომელუ ლუკაკუმ ისარგებლა, მან ყველას დაასწრო და ზუსტად დაარტყა. „რომამ“ ბოლო წუთებზე დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა და დამარცხდა.
იტალიის სერია A-ში გამართული 13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 29 ქულა დააგროვა და ლიდერობა დაიბრუნა, ქართველის გუნდი ქულით ასწრებს „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ფიორენტინას“.
ნოე 11, 2024 0 3890
ნოე 10, 2024 0 3780
ნოე 10, 2024 0 2753
ნოე 13, 2024 0 2576
ნოე 12, 2024 0 2489
ნოე 27, 2024 0 1596
ნოე 13, 2024 0 2576
ნოე 12, 2024 0 2489
ნოე 11, 2024 0 3890
ნოე 10, 2024 0 3780
სულ ხმა მისცა: 1
კი