შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის ჩემპიონია. „რედ ბულის“ პილოტმა ლას ვეგასში გამართული რბოლა მეხუთე ადგილზე დაასრულა, რაც ტიტულის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
ლას ვეგასში პირველ ადგილზე ბრიტანელი ჯორჯ რასელი გავიდა. „მერსედესის“ პილოტმა სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვება მოახერხა. პოდიუმზე მეორე ლუის ჰამილტონი იყო („მერსედესი“), ხოლო მესამე – კარლოს საინსი („ფერარი“).
რაც შეეხება ფერსტაპენს, სეზონის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე მან 403 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსანი ლანდო ნორისი („მაკლარენი“) ვეღარ დაეწევა. ნიდერლანდელისთვის ეს ზედიზედ მეოთხე ტიტულია, ის მსოფლიო ჩემპიონი 2021, 2022 და 2023 წელსაც გახდა.
დაძაბული ვითარებაა კონსტრუქტორთა თასზე. 608 ქულით პირველი „მაკლარენია“, ხოლო „ფერარი“ 584 ქულთ მეორე პოზიციაზეა. ჩემპიონობის შედარებით ნაკლები შანსი აქვს „რედ ბულს“, რომლის პილოტებმაც სეზონის მანძილზე 555 ქულას მოუყარეს თავი.
ფორმულა 1-ის მორიგი რბოლა 1 დეკემბერს კატარში ჩატარდება, ხოლო სეზონი 8 დეკემბერს აბუ დაბის გრანპრით დასრულდება.
ნოე 11, 2024 0 3626
ნოე 10, 2024 0 3587
ნოე 10, 2024 0 2600
ნოე 13, 2024 0 2410
ნოე 12, 2024 0 2319
ნოე 27, 2024 0 1471
ნოე 13, 2024 0 2410
ნოე 12, 2024 0 2319
ნოე 11, 2024 0 3626
ნოე 10, 2024 0 3587
სულ ხმა მისცა: 1
კი