შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ქარიშხალმა „ბერტმა“ ირლანდიასა და ბრიტანეთში პრობლემები შექმნა. ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაკეტილია რამდენიმე სარკინიგზო ხაზი, ხიდი და გზა.
პოლიციის ინფორმაციით, ინგლისში, ერთ-ერთ გზატკეცილზე ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი დაიღუპა.
ამასთან, ინგლისში მდებარე ნიუკასლის აეროპორტი თოვლითაა დაფარული, რის გამოც ფრენები დროებით შეფერხდა.
შოტლანდიაში უამინდობის გამო რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეჩერდა. რაც შეეხება ირლანდიას, ქარიშხლის გამო საავტომობილო გზები დატბორილია, ათობით ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ირლანდიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გარკვეულ ტერიტორიაზე წვიმის გამო უმაღლესი, წითელი დონის გაფრთხილება გამოაცხადა.
ნოე 10, 2024 0 291
ნოე 11, 2024 0 260
ნოე 10, 2024 0 246
ნოე 11, 2024 0 130
ნოე 12, 2024 0 113
ნოე 13, 2024 0 90
ნოე 12, 2024 0 113
ნოე 11, 2024 0 260
ნოე 10, 2024 0 246
ნოე 10, 2024 0 291
სულ ხმა მისცა: 1
კი