შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ ჰაიტიზე ყველა ფრენა ერთი თვით მას შემდეგ შეაჩერა, რაც აშშ-ის ავიაკომპანიების ორი თვითმფრინავი ჰაიტის დედაქალაქზე გადაფრენისას ტყვიების სროლის გამო დაზიანდა.
როგორც „სიენენი“ წერს, Spirit Airlines-ის თვითმფრინავს ჰაიტის დედაქალაქში, პორტ-ო-პრენსში დაშვებისას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, ავიაკომპანიის ცნობით, ეკიპაჟის ერთმა წევრმა „მსუბუქი დაზიანებები“ მიიღო. მოგვიანებით ავიაკომპანია JetBlue-მ განაცხადა, რომ ნიუ იორკში ფრენისშემდგომი შემოწმებისას ერთ-ერთ თვითმფრინავზე, რომელიც ჰაიტიდან დაბრუნდა, ტყვიით მიყენებული დაზიანება აღმოჩნდა.
ჰაიტის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა ფრენები პორტ-ო-პრენსში ერთი კვირის ვადით.
ცნობისთვის, გასულ თვეს პორტ-ო-პრენსზე გადაფრენისას სროლის შედეგად გაერო-ს ვერტმფრენიც დაზიანდა. ინციდენტი მოხდა ოქტომბერშიც, როდესაც რამდენიმე პირი ცეცხლსასროლი იარაღით აშშ-ის საელჩოს მანქანებს თავს დაესხა. მოგვიანებით საელჩოს 20 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. მარტის დასაწყისში კოორდინირებული თავდასხმების გამო ჰაიტის დედაქალაქის აეროპორტი და მთავარი საზღვაო პორტი დაიხურა, რამაც შეაფერხა კარიბის ზღვის ქვეყნისთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ნოე 11, 2024 0 12827
ნოე 10, 2024 0 12630
ნოე 13, 2024 0 9257
ნოე 12, 2024 0 8450
ნოე 10, 2024 0 8351
ნოე 27, 2024 0 5115
ნოე 13, 2024 0 9257
ნოე 12, 2024 0 8450
ნოე 11, 2024 0 12827
ნოე 10, 2024 0 12630
სულ ხმა მისცა: 2
კი