ავიაკატასტროფის გამო სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

დეკ 29, 2024 - 20:48
 0  350
ავიაკატასტროფის გამო სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, მუანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განიცადა.

728
300

ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, 179 ადამიანი დაიღუპა.

Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

728
300