სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. მათ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ეუთო-ს რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების ჩატარება, რათა აღდგეს დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში.