რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

ნოე 28, 2024 - 12:30
 0  55
რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მასირებული იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

728
300

მედიის ცნობით, უკრაინის მასშტაბით საყოველთაო საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მთელი უკრაინის მასშტაბით მიმდინარეობს და საჭირო გახდა ელექტროენერგიის საგანგებოდ გამორთვა.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მოჰყვა თუ არა მსხვერპლი თავდასხმას, ამ დროისთვის უცნობია. საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქ ლუცკიზეც. აფეთქებები გაისმა საპორტო ქალაქ ოდესაშიც, ხოლო რეგიონის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა მოსახლეობას მოუწოდა, უსაფრთხო ადგილას დარჩნენ.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინაზე 1500 საჰაერო იერიში განახორციელა.

728
300