შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შაიბაუმთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, კლაუდია შაიბაუმი სამხრეთის საზღვრის დახურვას დათანხმდა.
„დათანხმდა, რომ შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში მექსიკის გავლით და ეფექტურად დახუროს ჩვენი სამხრეთის საზღვარი“, – დაწერა ტრამპმა.
მას მალევე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მექსიკის პოზიციაა არა საზღვრების დახურვა, არამედ მიგრაციის პრობლემის მოგვარება ადამიანების უფლებების დაცვით.
შაიბაუმმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუბარი ჰქონდა.
„ჩვენ განვიხილეთ მექსიკის სტრატეგია მიგრაციის ფენომენთან დაკავშირებით“, – დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთის საზღვარზე მიგრანტების ნაკადი არ არის, რადგან მათზე მექსიკაშივე „ზრუნავენ“.
ნოე 11, 2024 0 3619
ნოე 10, 2024 0 3586
ნოე 10, 2024 0 2598
ნოე 13, 2024 0 2410
ნოე 12, 2024 0 2319
ნოე 27, 2024 0 1468
ნოე 13, 2024 0 2410
ნოე 12, 2024 0 2319
ნოე 11, 2024 0 3619
ნოე 10, 2024 0 3586
სულ ხმა მისცა: 1
კი