მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

ნოე 25, 2024 - 12:52
 0  49
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. რეგისტრაცია პარლამენტის 89 წევრმა გაიარა. სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ვლადიმერ კახაძემ გახსნა.

დღეს პარლამენტი კენჭს უყრის პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების საკითხს, აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებს.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი, ცესკო-ს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.