შეუერთდით ჩვენს აბონენტთა სიას, რომ მიიღოთ უახლესი ამბები, განახლებები და სპეციალური შეთავაზებები პირდაპირ თქვენს პირად შეტყობინებებში
ბუქარესტში სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ულტრამემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შემდეგების მიხედვით ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, კალინ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიას ძირითადად სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ აწარმოებდა. ამ კამპანიის საპასუხოდ კი სტუდენტებმა ონლაინპლატფორმები პროტესტის ორგანიზებისთვის გამოიყენეს.
პროტესტის მონაწილეებს დემონსტრაციაზე ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „არა ფაშიზმს“, „არა ომს“, „არა ჯორჯესკუს მეორე ტურში“. სტუდენტები სკანდირებდნენ: „თუ ერთად ვართ, ქვეყანას ჯორჯესკუსგან გადავარჩენთ“.
ცნობისთვის, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ ხმების 22.94 პროცენტი აიღო. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, კალინ ჯორჯესკუ და ელენა ლასკონი მიიღებენ მონაწილეობას.
დასავლური მედიის მტკიცებით, კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ ევროკავშირი და ნატო სათანადოდ არ წარმოადგენენ რუმინეთის ინტერესებს და რუსეთის ომი უკრაინაში ამერიკული სამხედრო კომპანიების მიერ არის მანიპულირებული. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მას, როგორც პრორუსულ, ნატო-ს მოწინააღმდეგე ნაციონალისტს, სავარაუდოდ, კრემლი დაეხმარა.
ნოე 10, 2024 0 490
ნოე 11, 2024 0 475
ნოე 10, 2024 0 461
ნოე 12, 2024 0 260
ნოე 11, 2024 0 197
ნოე 13, 2024 0 175
ნოე 12, 2024 0 260
ნოე 11, 2024 0 475
ნოე 10, 2024 0 461
ნოე 10, 2024 0 490
სულ ხმა მისცა: 1
კი