მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იუწყება BBC.
ჯონ ალფრედ თინისვუდი ქალაქ საუთპორტში მოხუცებულთა სახლში გარდაიცვალა.
ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ის ამ წლის აპრილში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა დაასახელა, როდესაც 114 წლის ასაკში ჰუან ვისენტე პერეს მორა გარდაიცვალა.
პენსიაზე თინისვუდი 1972 წელს გავიდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ შეძლო ამ ასაკამდე მიღწევა, რადგან არაფრით არ გამოირჩეოდა სხვა ადამიანებისგან.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თინისვუდმა თქვა, რომ ადამიანი ან ცხოვრობს დიდ ხანს, ან არა და რაიმეს შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.
2012 წლიდან, როდესაც მას 100 წელი შეუსრულდა, ის იღებდა მისალოც ბარათებს მონარქებისგან - თავიდან ელისაბედ მეორისგან, რომელიც მასზე 14 წლით უმცროსი იყო და შემდეგ კარლ III-გან.