ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე თეთრ სახლში ცრემლები ვერ შეიკავა

ნოე 26, 2024 - 20:22
 0  13
ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე თეთრ სახლში ცრემლები ვერ შეიკავა

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე თეთრ სახლში ცრემლები ვერ შეიკავა, - წერს Dailymail-ი.

პირველი ლედის ჯილ ბაიდენის სიტყვებმა აშშ-ს პრეზიდენტი აატირა.

„ის, რასაც მე ვუყურებდი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არის ექსტრაორდინარული... ჯო, რაც შენ გააკეთე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განსაცვიფრებელია“, - განაცხადა ჯილ ბაიდენმა.

გამოსამშვიდობებელი საღამო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებისთვის ბაიდენმა მეუღლესთან ერთად მოაწყო. კამალა ჰარისი ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა.