Amazon-ის თანამშრომლები „შავი პარასკევისთვის“ გაფიცვას გეგმავენ

ნოე 26, 2024 - 22:25
 0  25
Amazon-ის თანამშრომლები „შავი პარასკევისთვის“ გაფიცვას გეგმავენ

Amazon-ის თანამშრომლები „შავი პარასკევისთვის“ 20 ქვეყანაში გაფიცვას გეგმავენ, - იუწყებიან აქციის ორგანიზატორები.

728
300

Amazon-ის თანამშრომლები გაფიცვას Make Amazon Pay-ის კამპანიის ფარგლებში აპირებენ. მათი თქმით, ისინი დაიღალნენ მყიდველების დიდი ტალღით და სურთ სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

გაფიცვას Amazon-ის თანამშრომლები აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში, კანადაში, იაპონიაში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში გეგმავენ. მსგავსი აქცია Amazon-ის თანამშრომლებმა 2023 წელსაც ჩაატარეს.

ამერიკული კომპანიის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ Amazon-ი იღებს ძალიან ბევრს და აბრუნებს ცოტას, ამიტომ მოვიდა დრო, რომ აიძულონ ხელმძღვანელობა გადაუხადონ დასაქმებულებს შესაფერისი ანაზღაურება.

თანამშრომლების მოთხოვნაა ხელფასის გაზრდა, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება.

შავი პარასკევი ყოველთვის ემთხვევა ნოემბრის მეოთხე პარასკევს და უკავშირდება მადლიერების დღეს, რომელიც აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ შეიძინონ სასურველი პროდუქცია დიდი ფასდაკლებით. 2024 წელს შავი პარასკევი 29 ნოემბერს ემთხვევა.

728
300