აგვისტოს 5 დღე - ქართულად - 5 Days of August - in Georgian

ნოე 26, 2024 - 11:55
 0  20

აგვისტოს 5 დღე (ინგლ. 5 Days of August) — 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ე. წ. „აგვისტოს ომს“. ფილმის რეჟისორი და თანაპროდიუსერია ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ლაური მაურიც ჰარიოლა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რენი ჰარლინი. გადაღებები დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში წალკაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. შესაბამისმა სამხედრო სტრუქტურებმა უზრუნველჰყვეს გადაღების პროცესი სათანადო სამხედრო ამუნიციით, ეკიპირებით და ტექნიკით. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადამღებ ჯგუფს ნება მისცა, გამოეყენებინათ მისი სამუშაო ოფისი − პრეზიდენტის სასახლე გადაღებებისთვის.

728
300

გადაღებები მიმდინარეობდა აგრეთვე გორში, ვაზიანსა და თბილისში. ფილმში მონაწილეობენ: ენდი გარსია (პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რუპერტ ფრენდი (ამერიკელი ჟურნალისტი თომას ანდრესი), იონათან შეხი (ოფიცერი რევაზ ავალიანი), ველ კილმერი (საქართველოში მომუშავე ნიდერლანდელი ჟურნალისტი) და სხვა მსახიობები.

დასრულებული ნამუშევრის პრემიერა გაიმართა ვალენსიის კინოფესტივალზე, 2011 წლის აპრილში. 2011 წლის 5 ივნისს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა გაიმართა. ლონდონური პრემიერა გაიმართა 7 ივნისს.

728
300